notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

     დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით,1986 წელს დაბადებული გ.კ.სასიკვდილოდ დაჭრა.

    პოლიციამ ბრალდებული ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში - ცხელ კვალზე დააკავა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

    განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

     

     

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრას Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა და ფაქტს პოზიტიური ნაბიჯი უწოდა:

    ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი ყველაზე სწორი გზაა აზერბაიჯანული და სომხური უთანხმოების გადასაჭრელად“ 

    შეგახსნებთ. რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს 16 ივლისს ეწვივნენ.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს, წარუდგენენ. ყოფილ მაღალჩინოსანს ადვოკატები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ.

    „ბატონ სოსო გოგაშვილს 13 რეგისტრირებული იარაღი აქვს. შესაბამისად, რა საჭირო იყო, დამატებით, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა სახლში? აღნიშნული იარაღები მეუღლის საწოლიდან და მაისურების კარადიდან იქნა ამოღებული. როგორც გოგაშვილის მეუღლე აცხადებს, მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ ჩადეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები“, - განაცხადა სოსო გოგაშვილის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გუშინ დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

    „20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება, “-  ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს:

    „აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი, “

    აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ დნიპროში (იგივე დნეპროპეტროვსკი) რუსული, შორი დისტანციის საკრუიზო რაკეტები კოსმოსური სარაკეტო ქარხნისა და მიმდებარე ქუჩის ტერიტორიაზე ჩაცვივდა. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს.

    ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, დაახლოებით 15 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქარხანა უკრაინული ბალისტიკური რაკეტებისთვის ამზადებდა ნაწილებს.

    დაუზუსტებელი ინფორმაციით, რაკეტები კასპიის ზღვიდან გაუშვეს.

     

    „იმედი“

    კანონი შინაური ცხოველების დაცვის და გადარჩენის შესახებ


    მრავალი უბედური შემთხვევა ხდება ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ავტომობილის დაჯახებისა და შემთხვევის ადგილას  მათი სასიკვდილოდ მიტოვების ფაქტები. იქ სადაც ცოცხალი არსებების მიმართ ცნობიერებისა და ემპათიის ნაკლებობაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონი, რომელიც დაიცავს და გადაარჩენს შინაურ ცხოველებს. სწორედ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების გადასარჩენად შემუშავდა პეტიცია.

    პეტიციის მოთხოვნაა შეიქმნას კანონი, რომელშიც გაწერილი იქნება, ავტომობილის ცხოველზე დაჯახების დროს, შემთხვევის მონაწილე მძღოლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს  მანქანის გაჩერებასა და 112-ში დარეკვაში, ხოლო სამართალდარღვევის შემთხვევაში, რაც გულისხმობს ავტომობილის გაუჩერებლად შემთხვევის ადგილიდან მიმალვას,  ადეკვატური სასჯელი.

    აღნიშნული კანონი:

    • ხელს შეუწყობს შინაური ცხოველების დაცვასა და მათი სიცოცხლის გადარჩენას;
    • სასარგებლო იქნება, შინაური ცხოველების შესახებ, საზოგადოების მორალური და ემოციური ცნობიერების ასამაღლებლად;
    • დადებითი გავლენა ექნება, მომავალი თაობის რაციონალურ და ემპათიურ დამოკიდებულებაზე ცხოველების მიმართ;
    • გაიზრდება საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც შინაური ცხოველების ასევე ადამიანების მიმართ;
    • ასევე სასარგებლო იქნება საგზაო უსაფრთხოებისთვის და შესაბამისად, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვი

    ეს პეტიცია არის ყველასთვის ვისაც სურთ, რომ  ჩვენი გარემო იყოს უფრო მეტად უსაფრთხო;

    შესაბამისი რაოდენობის ხმების მოგროვების შემდეგ, პარლამენტი, კანონმდებლობის ძალით ვალდებულია, განიხილოს და დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა.

    ვრცლად იხილეთ https://rb.gy/jnjwvh

    განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ოქროს სპონსორი, ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
    ლიბერთი, მეექვსე წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის ხუთი წლის ვადით გაფორმებული, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთიმ, 2021 წელს, მასწავლებელთა საუკეთესო ათეულისთვის დაწესებული სპეციალური საპრიზო ფონდი გააორმაგა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტს - ხელი შეუწყოს განათლებას, ზოგადად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და მომავალი თაობების აღზრდის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს.

    2022 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

    · კახა გალდავა - სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

    · მიხეილ ლაბარტყავა - დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის ,,შავნაბადა" ქიმიის მასწავლებელი;

    · ლალი მარგიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

    · ნანა მგალობლიშვილი - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

    · ხათუნა ნოზაძე - თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის და დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი;

    · ნუგზარ სადიკოვი - თბილისის N55 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

    · მიმოზა ღოლიჯაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;

    · როლანდ შავაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;

    · სოფიო ძიგრაშვილი - ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;

    · ირა ძირკვაძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

    კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

    BBC-ის ინფორმაციით, თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას.  მათივე ცნობით, ამის შესახებ თავად ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მადრიდში მიმდინარე ნატო-ს სამიტის შემდეგ სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს, „ერთმანეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის შესახებ“.

    ფინეთიც და შვედეთიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ამ დრომდე არცერთი მათგანი ნატო-ს წევრი არ ყოფილა, თუმცა ეს შეიცვალა როდესაც რუსეთმა  თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო. 

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგან აღნიშნული ქვეყნები „ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია“.

    „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

    „მართლა ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. რთული პერიოდია იმ მხრივ, რომ ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ჩაებას ომში და ამის მსურველი ძალიან ბევრია. გაცილებით ბევრი, ვიდრე დანილოვია ან ვინმე არახამია. მეორე მხრივ, ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწარაფად და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ. მაგრამ ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველაფერი, თუკი ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები, ვისაც ამის სურვილი აქვს. მოსურნე ძალიან ბევრია და ძალიან გავლენიანებიც მათ შორის. სამყარო იცვლება, ერთხელ თოფი რომ გავარდება, შემდეგ შენ ვეღარ მართავ პროცესს, პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს. ზუსტად ეს არ გვინდა, მოხდეს. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში,  არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების მოწინააღმდეგეობა. „ნაცმოძრაობაში“ ან სხვა პარტიაში ისეთი ძლიერი ადამიანები და ევროპაში ისეთი ლობისტები არ ჰყავთ, რომ მათ შეუძლიათ, 308 ევროპარლამენტარს მოაწერინონ ხელი და ხმა მიაცემინონ სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ რეზოლუციაზე, აქ დიდი თამაშია. ჩვენ გვყავს მეგობრები და ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუმცა ხშირად არის ხოლმე იქ გარკვეული ინტერესები, რომელი ინტერესებიც წონის მეგობრობას და ა.შ. ჩვენი პოზიციაა, ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. გუნდში ამაზე გვქონდა მსჯელობა და ამაზე თანხმობა არ არის. გუნდში ამბობენ, რომ ჩვენ მოვახერხებთ, გავიყვანოთ მშვიდობიანად ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს“

    ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ, შესაბამისი გეგმის შესრულება იყო მთავარი საკითხი ამ მიმართულებით. ვადები, პასუხისმგებელი პირები, უწყებები თუ სუბიექტები - განაცხადა ფრქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუაკ მდინარაძემ:

    „უახლოეს დღეებში გაცნობებთ, შეიკრიბება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და დეტალურად გავწერთ, პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებს, ვადებს, ასე რომ ჩვენ ამ მიმართულებით არანაირ პრობლემას არ შევქმნით“

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.