notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

     ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტია „მოქალაქეებს“ სურს, რომ ყველა საკითხზე ხელისუფლებისგან თანხმობა მიიღოს, რაც მისი თქმით, წარმოუდგენელია:

    „ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ, შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ცოტა მეტი სიჯიუტითაც, ზედმეტი ე.წ. პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს. მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ესე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რაც კი რაციონალურია, სახელმწიოფებრივია, იურიდიულად გამართული შეიძლება იყოს, ყველაფერზე მოგყვებით, კი ბანოტო, მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებში როდესაც სიღრმეში ჩავდივართ, გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით. დანარჩენი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ შევთანხმდებით საბოლოოდ და მათ ალბათ, ექნებათ იმისი თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები, ასე ვთქვათ, შესრულდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა გააცნო საზოგადოებას. მინისტრის განცხადებით, 1 მარტიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში იმ სკოლებში, რომელიც ამჟამად დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს - საქართველოს დიდ ქალაქებსა და აჭარაში.

    მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღების, პროფესიული სასწავლებლების და უმაღლესი სასწავლებლების აღდგენა იგეგმება ასევე 1 მარტიდან. ცქიტიშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

    „მოქალქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრიდან გამოსვლისას ჟურნალისტებთან შეთანხმებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძლედება:

    „პუნქტობრივად გავიარეთ ყველაფერი. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პროგრესია, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით უმრავლესობა იგივე პოზიციაზე რჩება და ითხოვს კომისიის შექმნას. ხოლო პოლიტპატიმრების საკითხი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია.“

    მეხანძრე-მაშველებმა ექიმსა და მის მომლოდინე პაციენტს დროულად აღმოუჩინეს დახმარება . შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვის მიმართულებით მოძრავმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ, დიდთოვლობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და სოფლის გზაზე გაჩერდა.
    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, სოფელში პაციენტის დასახმარებლად დროულად მისასვლელად, სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვა.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ, სოფლამდე დარჩენილი მანძილის ქვეითად დაფარვა გადაწყდა. მაშველებმა, ექიმთან ერთად, დაახლოებით ორი კილომეტრი თოვლში ფეხით გაიარეს და პაციენტთან დროულად მისვლა მოახერხეს. მეხანძრე-მაშველებმა იგივე მანძილი კვლავ ქვეითად იარეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე 70 წლის მოქალაქე საკაცის საშუალებით მიიყვანეს.
    პაციენტი, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

     

    თბილისის მერი, კახი კალაძე, სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებას ეხმაურება:

    „ მეგობრებო, გილოცავთ! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპაციის შესახებ, კონკრეტულად რუსეთთან მიმართებით ჯერ არ გვქონია.
    ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმისთვის. წინ დიდი გზა არის გასავლელი.
    უდიდესი შრომა, პროფესიონალიზი ჩაიდო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ გამარჯვების მისაღწევად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი ვერდიქტი გამოაქვეყნა საქართველო- რუსეთს შორის მიმდინარე დავაზე 2008 წლის 12 აგვისტოდან და შემდგომ პერიოდში. ანუ მას შემდეგ რაც ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რუსეთმა კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია.
    ეს გადაწყვეტილება არის დიდი გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებისთვის, არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის.
    ორი სიტყვით კი- ყინული დაიძრა! ასეა ,,სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო“. არც ის დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვებას ზრუნვა უყვარს.
    წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას გამარჯვების დიდ გზაზე და მადლობა ყველას, ვისაც ამაში საკუთარი წვლილი შეაქვს!“

     

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სოციალურ ქსელში სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება:

    „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!
    დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!
    ეს საერთო გამარჯვებაა!“

     

    ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში თინა ბურჯალიანს სტრასბურგის გადაწყვეტილებას ულოცავს: 

    „თინა ბურჯალიანი, აღსრულდა ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე. აწი შეგვიძლია შვილიშვილებს დაველოდოთ, ამბების მოსაყოლად. გილოცავ, მთავარი, რა თქმა უნდა, შენ იყავი. მე კიდე - შენი მინისტრი“

     

    საქართველოს პროკურატურა დავით გარეჯის საქმის შესახებ მის მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, რომელშიც ივერი მელაშვილისა და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარია ნაჩვენები. 

    „როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარული ვიდეო ჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტში - 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე. ბრალდებულ ი.მ.-სა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ი.მ. ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.
    ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
    რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ი.მ. აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
    გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერში საუბარია შეთანხმებულ მე-4, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის.
    ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ი.მ. საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია.
    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.მ.-სა და ნ.ი.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს - დაახლოებით 3500 ჰექტარს.
    საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს დასახელებულ ვიდეო/აუდიო მასალას, ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
    საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სხვა თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერებას.
    მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე.“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

     

     

      სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ვრცელდება ვიდეო,როგორ მიესალმა ჯო ბაიდენი ჟურნალისტ ალ როკერს ობამას ინაუგურაციის დროს.

     

    ბაიდენმა იგივე წელს  უკვე პრეზიდენტის რანგშიც გაიმეორა. 

     

    პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მისი და პარტიის გეგმების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

    „ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის "მოქალაქეების" სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო "ქართულ ოცნებას" - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“

    Please publish modules in offcanvas position.