ხულოს რაიონ სოფელ წაბლანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ''ბათუმელები'' ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ხის სახლი, რომელშიც სამსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ეზოში მდებარე სხვა ნაგებობებთან ერთად, სრულად დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.