... ... hotnews.ge - ჯასტინ ტიმბერლეიკი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს

ჯასტინ ტიმბერლეიკი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს

ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ ცნობილი ამერიკელი მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი დააპატიმრა, რადგან ის ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომღერალს ბრალი ოფიციალურად სასამართლოში წარუდგინეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

ტიმბერლეიკი კუნძულ ლონგ-აილენდზე, ქალაქ საგ-ჰარბორში დააკავეს. პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მომღერალმა არ გააჩერა ავტომობილი ნიშანთან STOP, შემდეგ კი თავისი ზოლის ფარგლებს გაცდა. ეს სამართალდამცველმა შენიშნა, რომელმაც მომღერალს გაჩერება მოსთხოვა. ტიმბერლეიკმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ტიმბერლეიკი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

 

YOU MAY LIKE