notnews ganivi3 

    ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით 23 პირი მოათავსეს

    ავტორი / კორონა news / Tuesday, 31 March 2020 19:06

    ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომის მქონე 23 პირია მოთავსებული. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ციური აბულაძე ადასტურებს.

    "ვადასტურებ, რომ 23 პაციენტი გვყავს, მაგრამ მათგან ვირუსის საეჭვო სიმპტომებზე მხოლოდ 7-ის გამოკვლევა მოხდება და პასუხები გვეცოდინება საღამოს ან გვიან ღამით, პაციენტთა მოსვლა იმას უკავშირდება, რომ კლინიკა გამოაცხადეს ცხელების ცენტრად. ადამიანები მოდიან 37 გრადუსი ტემპერატურით და მათ ვიღებთ, მაგრამ დღეს გვაქვს მხოლოდ 7 საეჭვო შემთხვევა"-განაცხადა ციური აბულაძემ.

    ინფექციურ საავადმყოფოში დღეს საეჭვო სიმპტომებით 5 პირი საკარანტინო ზონიდან, 2 კი, სარფის საბაჟოს გადმოკვეთის შემდეგ მიიყვანეს. დანარჩენი 16 პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სამედიცინო დაწესებულებას ტემპერატურის მატების გამო მიმართეს - "რუსთავი 2".

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.