notnews ganivi3 

    ნიკოტინი კორონავირუსისგან დაგიცავთ - ახალი სკანდალური კვლევა

    ნიკოტინი კორონავირუსისგან დაგიცავთ - ახალი სკანდალური კვლევა

    ავტორი / კორონა news / Thursday, 23 April 2020 17:59

    კორონას მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინს მისგან დამცავი ეფექტი აქვს.

    აქამდე მწეველები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად ითვლებოდნენ კორონავირუსისთვის, თუმცა ახალი კორონავირუსის კვლევისას ფრანგმა მეცნიერებმა ნიკოტინის პოტენციური დამცავი ეფექტი დაადგინეს.

    ფრანგული და არა მხოლოდ ფრანგული მედია მსოფლიოს ცნობილი ნეირობილოგების ჰიპოთეზას აქვეყნებს, რომელიც მალე კლინიკული კვლევების საგნად უნდა იქცეს. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსის წინააღმდეგ. პაციენტებს ნიკოტინის წვეთები და პლასტირები დაენიშნათ.

    ვარაუდი ეფუძნება მწეველთა მცირე რაოდენობას Covid19-ით დაინფიცირებულთა შორის, რომლის შესახებ მთელ მსოფლიოში რამდენიმე სხვადასხვა კვლევა იუწყება. ეს მაჩვენებელი 1.4–დან 12%–მდე შეადგენს. პარიზის საავადმყოფო La Pitié-Salpêtrière–ში მალე ნიკოტინების პლასტირების პროფილაქტიკური და თერაპევტული ეფექტის შესწავლას დაიწყებენ.

    ბლოკავს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსს?

    საფრანგეთში ჩატარებული ახალი კვლევა უფრო ზუსტ სურათს იძლევა.Covid19 -ით დაინფიცირებული 500 პაციენტიდან, რომელთაგან 350 პაციენტი მკურნალობას სტაციონარში გადიოდა, 150 კი შედარებით მსუბუქი სიმპტომებით სახლში მკურნალობდა, მხოლოდ 5% იყო მწეველი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მსუბუქი პაციენტებიდან კი მეტნაკლებად ყველა მწეველი აღმოჩნდა. კვლევის ავტორი, შინაგანი დაავადებების პროფესორი ზახირ ამურა ამბობს, რომ კრონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში 80%–ით ნაკლები მწეველია, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის მოსახლეობაში.

    აღსანიშნავია ისიც რომ დაკვირვება ხდებოდა  ციხისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებზეც  რომლებიც საკმაოდ ბევრ ნიკოტინსა და ალკოჰოლურ სასმელს იღებენ და დადგინდა რომ  მათ Covid19 ნაკლებად შეეხო.

    რა არის ისეთი თამბაქოში, რაც ორგანიზმს კრონავირუსისგან იცავს:

    “ჰიპოთეზა იმაში მდგმარეობს, რომ ნიკოტინი უჯრედულ რეცეპტორებს ეწებება, რომლებსაც კორონავირუსი იყენებს, და ამგვარად მათზე ვირუსის დამაგრებას უშლის ხელს.ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ვერ ახერხებს უჯრედში შეღწევას და ორგანიზმში გავრცელებას.“– ამბობს საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის და კოლეჯ დე ფრანსის პროფესორი, ჟან პიერ შონჟუ.

    პროფესორ ამურის თქმით, დაგეგმილ კვლევაში, ნიკოტინის პლასტირების სხვადასხვა დოზას გამოიყენებენ, რათა გაარკვიონ, მაგალითად შეიძლება თუ არა ამ პლასტირებით ექთნების და პაციენტების პროფილაქტიკა, დაცვა და სიმპტომების შემსუბუქება.

    ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებული უჯრედული რეცეპტორი ვირუსის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს, ასევე გამოდგება კორონავირუსის სიმპტომების მრავალფროვნების, მათ შორის ყნოსვის დაკარგვის და ნევროლოგიური დარღვევების ასახსნელად.

    თუმცა, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს, ოლივიე ვერანს ამ კვლევისთვის ჯერ მწვანე შუქი არ აუნთია.

    მეცნიერები რთულ მდგომარეობაში არიან – კორონავირუსის გამო მათ შესაძლოა ნიკოტინის რეკლამირება მოუწიოთ, რაც მსოფლიოში დამკვიდრებულ ანტინიკოტინურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

    ,,ეს ყველაფერი რისკი / სარგებელიანობის საკითხია”, ამბობენ მკვლევარები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ნიკოტინი არ შეიძლება იყოს ერთადერთი ნივთიერება, რომელიც აქტიურ როლს თამაშობს უჯრედულ რეცეპტორებზე, და, შესაბამისად, ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. ანალოგიურ ბიოლოგიურ პრინციპზე დაყრდნობით ივერმექტინს, პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებას, შეიძლება იგივე თვისებები ჰქონდეს, მაგრამ ამას ჯერჯერობით დამტკიცება სჭირდება.

    მკვლევარების თქმით მათი აღმოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები თამბაქოს მაღაზიებს მიაწყდნენ. მოწევა რომ ზოგადად ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მეცნიერები კიდევ ერთხელ გვახსენებენ.

    წყარო: newsreport.ge

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.