notnews ganivi3 

    „გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 80.5%-ია“- კორონასტატისტიკა საქართველოში

    „გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 80.5%-ია“- კორონასტატისტიკა საქართველოში

    ავტორი / კორონა news / Friday, 31 July 2020 11:57

    გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 80.5%-ია – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ინფიცირების ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. ერთი არის სამედიცინო პერსონალი; 5 შემოტანილი შემთხვევაა; 1 გაჩიანის წყაროა; 1-ს კი დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი.

    “დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში 249 დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენთან გუშინ სულ იყო 42 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, დაგვემატა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა ჩვენთან მკურნალობს 41 პაციენტი”, – ანაცხადებს ეზუგბაია.

    შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. 

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.