notnews ganivi3 

    კოვიდინფიცირების 196 შემთხვევიდან 144 ბათუმში გამოვლინდა - აჭარა კვლავ წითელ ზონად რჩება

    კოვიდინფიცირების 196 შემთხვევიდან 144 ბათუმში გამოვლინდა - აჭარა კვლავ წითელ ზონად რჩება

    ავტორი / კორონა news / Wednesday, 16 September 2020 11:09

    კოვიდინფიცირების 196 შემთხვევიდან 144 ბათუმში, 1 ქობულეთში, 29 თბილისში, ქუთაისში 7, საჩხერეში 1, გორში 4, გარდაბანში 3, ოზურგეთში 4, ზუგდიდში 2, ფოთში 1, მცხეთაში კი 1 შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ავრცელებს. მისი თქმით, ინფიცირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ აჭარაშია, რის გამოც განსაკუთრებული ძალებია მიმართული აჭარისკენ.

    „იმედი გვაქვს ძალიან მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზება და ალბათ, ლიკვიდაციაც დროზე უნდა მოხდეს აჭარაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 1 319 პაციენტი მკურნალობს

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 2758 შემთხვევაა დადასტურებული. 

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.