notnews ganivi3 

    სასწრაფოდ: საქართველოში კორონათი დღეს 22-ე პაციენტიც გარდაიცვალა

    სასწრაფოდ: საქართველოში კორონათი დღეს 22-ე პაციენტიც გარდაიცვალა

    ავტორი / კორონა news / Tuesday, 22 September 2020 10:42

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 22-ს შეადგენს.

    გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

    რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 72 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

    ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

    „72 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეიბაში იყო. მას ჰქონდა ინსულტი და უკიდურესად დამძიმებული იყი მისი მდგომარეობა. იგი წუხელ ღამით გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექვსს კი მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება",- განაცხადეს კლინიკაში.

    ipn

    ავტორი

    HOTnews

    HOTnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.