notnews ganivi3 

    კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში, 47 კი თბილისში დაფიქსირდა

    კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში, 47 კი თბილისში დაფიქსირდა

    ავტორი / კორონა news / Tuesday, 22 September 2020 11:04

    კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში გამოვლინდა - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში, თბილისში 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, იმერეთში 26, გურიაში კი 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

    მარინა ენდელაძის თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 40-ით გაიზარდა და ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 50%-ზე ცოტა ნაკლებია.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილია. 

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.