notnews ganivi3 

    სკანდალური კვლევა - რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი კორონიანი საქართველოში

    სკანდალური კვლევა - რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი კორონიანი საქართველოში

    ავტორი / კორონა news / Sunday, 18 October 2020 00:16

    საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მონაცემებით, დღეს, საქართველოში, COVID-19-ის რეპროდუქციული მაჩვენებელი (R) 1.33-ია, ანუ ერთ ინფიცირებულს შეუძლია დააინფიციროს ერთზე მეტი ადამიანი. ზაფხულში, მაგალითად, ივნისში, ეს რიცხვი 0.58 იყო. ანუ ერთ ინფიცირებულს ერთზე ნაკლები ადამიანის დაინფიცირება შეეძლო.

     

    ვირუსის რეპროდუქციული რიცხვი ცვალებადია და მას განაპირობებს ნაწილობრივ ვირუსის ბუნება, ნაწილობრივ კი, საზოგადოების ქცევისა და ჩვევების თავისებურებები. ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი იცვლება სახელმწიფოების მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისა და ინტერვენციის პირობებში.

    ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ თუკი ერთი ინფიცირებული ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს, ეს ნიშნავს, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელება ნაკლებსავარაუდოა. თუმცა, თუკი ნიშნული ერთს სცდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის გავრცელება სახიფათო მასშტაბებს იძენს.

    სწორედ ვირუსის რეპროდუქციულ მაჩვენებელზეა დამოკიდებული, თუ რა ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს მიმართავენ სახელმწიფოები ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით. იქნება ეს მხოლოდ რეკომენდაციები, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება თუ სრულმასშტაბიანი ლოკდაუნების გამოცხადება.

    „რადიო თავისუფლება“

    ავტორი

    HOTnews

    HOTnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.