notnews ganivi3 

    კორონა ერთი ადამიანიდან მეორეზე ყველაზე ხშირად ერთად სადილობის დროს გადადის - ქართველი ექიმის სკანდალური გაფრთხილება

    კორონა ერთი ადამიანიდან მეორეზე ყველაზე ხშირად ერთად სადილობის დროს გადადის - ქართველი ექიმის სკანდალური გაფრთხილება

    ავტორი / კორონა news / Sunday, 18 October 2020 00:44
    ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია, როგორც პროფესიონალი, საზოგადოებას უზიარებს კოვიდ-19-ის გავრცელებაზე დაკვირვების შედეგებს და რამდენიმე რჩევას აძლევს მოქალაქეებს:
     
    „ამ სტატუსში მოყვანილი მოსაზრება არ ემყარება რაიმე კვლევებს და მხოლოდ ამ 6-7 თვის დაკვირვების და შემთხვევათა გაანალიზები ჩემეული შედეგია. კოვიდ-19-ის ავადმყოფიდან მეორე ადამიანზე გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა უკავშირდება ერთად საკვების მიღებას! სუფრა იქნება ეს, თუ უბრალოდ ერთად სადილობა. ეს რაოდენობა ჩემი დაკვირვებით ძალიან ბევრად მეტია გადადების სხვა გზებზე. პრინციპში, საკვირველი არაფერია: ჭამის დროს პირბადე არ გვიკეთია და რაც მთავარია: ერთად სადილობის დროს, ლაპარაკისას, თვალით უხილავი ნაწილაკები ჩვენგან ხვდება მოსაუბრე - თანამეინახის სხეულში (კიდევ კარგი, რომ ძალიან გამადიდებელი ლუპით არ ვსადილობთ, თორემ პირს არ დავაკარებდით საჭმელს, სადაც ბევრი უხილავი ნაწილაკი ეცემა). ამიტომ უნდა მოქცეთ რეკომენდაცია, რომლის შესრულება ჩემთვისაც ძალიან მძიმეა! ისადილეთ შეძლებისდაგვარად მარტომ, ან საკმაო დისტანციის დაცვით (ალბათ 1მეტრი არ ეყოფა, მეტი უნდა იყოს). ქეიფებს, ჩემდა სამწუხაროდ უნდა მოერიდოთ (ამ ეტაპზე მაინც). სწორედ ჩვეულებრივი ერთობლივი სადილობისასაა ჩვენი დაკვირვებით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად გადადებული კოვიდი.“

    ავტორი

    HOTnews

    HOTnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.