notnews ganivi3 

    რა შემთხვევაში ვერ შეაჩერებენ კორონავირუსის მორიგ ტალღას - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

    რა შემთხვევაში ვერ შეაჩერებენ კორონავირუსის მორიგ ტალღას - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

    ავტორი / კორონა news / Wednesday, 22 September 2021 16:02

    ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც არის საარჩევნო კამპანია.

    მისი თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეობა.

    „რეალურად მსოფლიოში ჯამში ვაქცინაციის წარმატება მხოლოდ არის 60-70%-ზე მეტი. თუ მოზრდილი მოსახლეობის 40% აუცრელი დაგვრჩება, პრაქტიკულად ვერ შევაჩერებთ კორონავირუსის ტალღას.

    ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესში პროაქტიური ჩართულობა სახელმწიფოსი, ექიმების და საზოგადოების ყველა იმ წევრის, რომელთა სიტყვასა და აზრსაც რაიმე გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ახლა ყველას რესურსი უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.