notnews ganivi3 

    ოკუპირებულ ცხინვალში ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები მკაცრდება

    ოკუპირებულ ცხინვალში ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები მკაცრდება

    ავტორი / კორონა news / Tuesday, 19 October 2021 10:08

    ოკუპირებულ ცხინვალში დღეიდან 1-ელ ნოემბრამდე იკეტება საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბავშვთა გასართობი ცენტრები და სპორტდარბაზები.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 1-ელ დეკემბრამდე იკრძალება ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების, მათ შორის, რელიგიური რიტუალების გამართვა. გარდა ამისა, კვების ობიექტებმა მომხმარებლების მიღება 50 პროცენტამდე უნდა შეამცირონ.

    მკაცრდება პირბადის გამოყენების წესი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსით გადაადგილებისას. კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კი 14 დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

    შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებამ ეპიდვითარების გაუარესების ფონზე მიიღო. ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დროს იზრდება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა, არამედ ლეტალური შემთხვევებიც.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.