notnews ganivi3 

    გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება ერთდროულადაც შესაძლებელია - ივანე ჩხაიძე

    გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება ერთდროულადაც შესაძლებელია - ივანე ჩხაიძე

    ავტორი / კორონა news / Tuesday, 19 October 2021 11:38

    სპეციალისტები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, რისკჯგუფებს, გრიპზე აცრისკენაც მოუწოდებენ. ივანე ჩხაიძის განმარტებით, გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება ერთდროულადაც შესაძლებელია და გართულებას არ გამოიწვევს. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ამის შესახებ „ქრონიკას“ განუცხადა.

    „ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში საგანგაშო სტატისტიკაა. ერთადერთი, რასაც შეუძლია რეალურად შეაკავოს კორონავირუსი და შეამციროს სიკვდილიანობა, ეს არის ვაქცინაცია. განსაკუთრებით მძიმე თვეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. წელსაც 200 ათასი დოზა გრიპის ვაქცინაა შესყიდული. ჯანმო-ს რეკომენდაციით, შესაძლებელია გრიპისა და კორონავირუსის ვაქცინაციის ერთი და იმავე დღეს ჩატარება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.