ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის„რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესშიეფექტიანი.
ამის შესახებ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „რემდესივირი“ ინფიცირებულ, ამბულატორიულ ავადმყოფებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკებს87%-ით, ხოლო მონოკლონური ანტისხეულები 70%-დან 85%-მდე ამცირებს.
„კიდევ ერთხელ „რემდესივირის“ და მონოკლონური ანტისხეულების შესახებ: ქალბატონმალია გოლიაძემ ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით (გადაცემაში „რეალურისივრცე“, 15.01.2022) გადაწყვიტა თავისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის ტირაჟირება. როგორც ცნობილია, ქალბატონი ლია კატეგორიულად არ ცნობს „რემდესივირს“ დამონოკლონურ ანტისხეულებს COVID-ის სამკურნალო ანტივირუსულ მედიკამენტებად. პრინციპულად არ იყენებს მათ და რაც ყველაზე უარესია - სხვებსაც უშლის მათ გამოყენებას.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამავე გადაცემაში ბატონ ბიძინა კულუმბეგოვის ძალიანკვალიფიციური და მკაფიოდ არგუმენტირებული კომენტარი ამავე საკითხზე.
ქვეყანაში შექმნილი COVID სიტუაციის სწორი მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობისგათვალისწინებით მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ დავაფიქსირო, რომ ყველაზე მაღალისანდოობის კვლევების საფუძველზე ყველაზე მაღალი დონის ინსტიტუტების (ამერიკისჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები - NIH და სხვ.) გაცემული რეკომენდაციებისმიხედვით „რემდესივირიც“ და მონოკლონური ანტისხეულებიც დასახელებეულია COVID-ის(მათ შორის „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული) სამკურნალოდ ყველაზე ეფექტიანანტივირუსულ მედიკამენტებად („პაქსლოვიდთან“ ერთად), კერძოდ: „რემდესივირი“ (3 გადასხმა) ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 87%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და/ანსიკვდილობის რისკებს, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში (5 გადასხმა) 20%-დან 61%-მდე (სხვადასხვა კვლევებით) ამცირებს სიკვდილობის ალბათობას. მონოკლონურიანტისხეულები დამძიმების რისკის მქონე ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 70%-დან85%-მდე ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რისკებს, ამასთან ერთ-ერთი მათგანი- სოტროვიმაბი რეკომენდებულია ომიკრონის შტამისთვისაც, ხოლოკასირივიმაბი+იმდევიმაბი ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში 20%-ით ამცირებსსიკვდილობას.
დღეს, როდესაც ვდგავართ COVID პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე(„ომიკრონი“), არ არის არაკომპეტენტურობის და კაპრიზების დრო. ყველა ჩვენს ხელთარსებული მედიკამენტი და სამკურნალო მიდგომა უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად, რათარაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი მოხვდეს რეანიმაციაში, ნაკლები იყოს ლეტალობისმაჩვენებელი და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ COVID პანდემიის მორიგი, შესაძლოაყველაზე ძლიერი ტალღიდან“,- წერს თენგიზ ცერცვაძემ