ომიკრონით ინფიცირების დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა არის 1 200-ზე ოდნავ მეტი, მათგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
"ომიკრონით ინფიცირების დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა არის 1200-ზე ოდნავ მეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია, ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. სხვა შემთხვევაში ცირკულაციაში ითვლება, რომ არის უკვე ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, მათემატიკური მოდელირებით მიუთითებს, რომ არის ომიკრონი, აქედან უმეტესობა თბილისში. ჰოსპიტალიზაცია დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი", - თქვა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ომიკრონით ინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალიზებული 14 პაციენტიდან 13 უკვე გაწერილია.