notnews ganivi3 

    21:00 საათზე საქართველოში კომენდანტის საათი იწყება - მთავრობა მოქალაქებს აფრთხილებს

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მოქალაქეებს მოუწოდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვები დაიცვან.

    ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა ე.წ. კომენდანტის საათის პირობები და მოუწოდა, მკაცრად დაიცვან ამოქმედებული შეზღუდვები. 

    შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც გადაადგილება აკრძალულია როგორც ფეხით, ასევე მსუბუქი ავტომობილით.

    კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.