notnews ganivi3 

    რა შეზღუდვები დარჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

    რა შეზღუდვები დარჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა 23 მაისიდან რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში, რომელიც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას:

    „ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინი პროდუქტის ექსპორტი, იმ პროდუქციაზეა საუბარი, რომელიც აუციელებლია კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურება; ასევე სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა; ტანსაცმლითა და ფეხაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზრუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა; ასევე შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ. შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

    შეგახსენებთ, რომ ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წამორდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ხოლო, თუ ისინი დაკავებულები არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო. ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე”

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.