notnews ganivi3 

    „რამდენ ადამიანს აქვს სიცხე იმის დევნას, ჯობს, ის დაითვალონ, რამდენი ბავშვი შიმშილობს“

    „რამდენ ადამიანს აქვს სიცხე იმის დევნას, ჯობს, ის დაითვალონ, რამდენი ბავშვი შიმშილობს“
    ავტორი / პოლიტიკა

    „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ლიდერი, თამარ ჩხეიძე კორონავიუსის შესაძლო მეორე ტალღას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

    „მეორე ტალღა, მეორე ტალღა! - გაჰყვირის ჯანმო და ადგილობრივი კორონელები! რა თქმა უნდა, ამას ვერ გამორიცხავ, ისევე როგორც საერთოდ თითქმის ვერაფერს ქვეყნად, მაგრამ არავითარი გარდაუვალობა და ცოდნა რომ არ არსებობს ამაზე, ვერც თვითონ უარყოფენ და არ ჯობია პანიკის გაღვივების ნაცვლად, წყნარად მოემზადონ ამ თეორიული შესაძლებლობისთვის ( რაც ისედაც თითქმის ყველაფრის არსებობს) !.სამწუხაროდ, ეს სიფრთხილეს კი არა, დედამიწის კვლავ ამუშავებაზე წუხილს უფრო გავს და მომავალში მსგავსი მცდელობის გამეორების სურვილს! თუ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა მეტ-ნაკლებად ლოგიკური ვარაუდი შეიძლება არსებობდეს (რა თქმა უნდა, ჩიპებისა და სხვა სისულელეების გარდა), ჩვენთან ეს საკითხი საერთოდ სრულიად ნათელია, მით უფრო, არჩევნების წინ! თუ დასჭირდებათ, კვლავ სურთ მოკლან ეკონომიკა და ჩაახშონ პოლიტიკა ვითომდაც ადამიანებზე ზრუნვის საბაბით! მთელ საქართველოში რამდენ ადამიანს აქვს სიცხე იმის დევნას, ჯობს, ის დაითვალონ, რამდენი ბავშვი თუ დიდი შიმშილობს და რამდენი კვდება კიდევ მკურნალობის საშუალების არქონით!“

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.