notnews ganivi3 

    „არ აქვს მნიშვნელობა, პრემიერი ვიქნები თუ ფერმერი, გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ“ - გიორგი გახარაია

    „არ აქვს მნიშვნელობა, პრემიერი ვიქნები თუ ფერმერი, გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ“ - გიორგი გახარაია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა.

    „ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული, მე მინდა, თქვენ მადლობა გითხრათ, იმიტომ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვ, იმდენჯერ დამისვეს ეს კითხვა.

    საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის - სად ვიქნები. რეალურად, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ.

    ახლა რაც შეეხება პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.