notnews ganivi3 

    „ამომრჩევლის 100 ლარამდე თანხით მოსყიდვაც სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება“ - ირაკლი კობახიძე

    „ამომრჩევლის 100 ლარამდე თანხით მოსყიდვაც სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება“ - ირაკლი კობახიძე

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განმარტავს. კერძოდ, თუკი აქამდე 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა დასჯადი არ იყო, ახლა ეს პუნქტი იცვლება და დასჯადი ხდება.

    „პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა აქ რაიმეს დაზუსტებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    აქამდე არსებული კანონის მიხედვით, ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარზე მეტი თანხით დასჯადი იყო და სასჯელი სამ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას გულისხმობდა.

    ახალი კანონპროექტის მიხედვით, კანონდარღვევისთვის ჯარიმის მოცულობას მოსამართლე დაადგენს.

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.