notnews ganivi3 

    „ჩაიარა „ნაციონალური მოძრაობის“ მატარებელმა, პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან“ - ანრი ოხანაშვილი

    „ჩაიარა „ნაციონალური მოძრაობის“ მატარებელმა, პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან“ - ანრი ოხანაშვილი

    იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რითაც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე "თავი მოიჭრა" და მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან.

    "რაც არ უნდა ისაუბროს სააკაშვილი- ბოკერია- რურუას "კლასტერმა" ნათელაშვილის ენით, მარგინალური ჯგუფია ჩამოყალიბებული თავიდან ბოლომდე. თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, რომ თურმე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა და ერთმანეთს არიან დარეულები და ვერ გადაუნაწილებიათ მაჟორიტარები. როგორ წარმოგიდგენიათ - პროპორციულ სისტემას უჭერდა ხალხი მხარს და მაჟორიტარებზე ჩხუბობენ? ერთი ამბავი აქვთ იქ, ნათელაშვილის ეზოში თუ ფანჩატურში გაჩაღებული. "ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს ამ ჯგუფს. ესაა მითი, რომ პროდასავლური ღირებულებები აქვთ, რეალურად კი დიპლომატს თავს ესხმიან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კეკლუცობენ, რომ მხარს უჭერენ და შემდეგ არ დაუჭერენ, ეუთოს რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობენ და იქ ეთანხმებიან, მაგრამ ხვალ აღმოჩნდება, რომ არ დაეთანხმებიან, ამას ჰქვია სახელწოდება მარგინალური ჯგუფი" , - განაცხადა ოხანაშვილმა.

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.