notnews ganivi3 

    „ოპოზიცია გასულია მომსახურეობის ზონიდან“ - მამუკა მდინარაძე

    „ოპოზიცია გასულია მომსახურეობის ზონიდან“ - მამუკა მდინარაძე

    უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია მომსახურების ზონიდან არის გასული.

    „ოპოზიციის ეს რადიკალური უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, გუშინ, მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებდა მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ ნახევარკილომეტრიანი რადიუსი უნდა ყოფილიყო ის მიჯნა, რომლიდანაც უნდა დაშორებოდნენ ადამიანები საარჩევნო სივრცეს, ანუ 1 - კილომეტრიანი დიამეტრით. კილომეტრიანი დიამეტრით შემოსაზღვრა თითოეული საარჩევნო უბნის რამდენად რაციონალურია და რამდენად შეიძლება სერიოზულად ილაპარაკო ამაზე არ ვიცი, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში გვაქვს პრაქტიკა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უფლება აქვთ, რომ საარჩევნო უბნამდე მიაცილონ, მიუთითონ სად შევიდნენ, ვთქვათ, მოაძებნინონ თავის ადგილი სიაში, ასეთი პრაქტიკაც კი არსებობს. ჩვენ ხომ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ხომ რომელიმე პარტიისთვის განსხვავებულ კანონპროექტს არ ვწერთ. ერთნაირი მიდგომაა ყველა პარტიისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

     

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.