notnews ganivi3 

    ოკუპანტების მიერ დაჭრილი მამაკაცი ახალგორის საავადმყოფოშია - ლია გიგაური

    ოკუპანტების მიერ დაჭრილი მამაკაცი ახალგორის საავადმყოფოშია - ლია გიგაური

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ლია გიგაური რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაჭრილის შესახებ განცხადება გააკეთა:

    „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას“- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსულებელმა ლია გიგაურმა განაცხადა. გიგაურის თქმით, მამაკაცის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

    რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს გვქონდა ძალიან მძიმე ინციდენტი, სოფელში სხვილოს ციხის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენი ინფორმაციით სოკოს საკრეფად იყო წასული, მათ ჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ კი დააკავეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამჟამად როგორც ჩვენთვის ცნობილია ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის იმყოფება ახალგორის საავადმყოფოში“

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.