notnews ganivi3 

    „რუსეთში ორი წლის თავზე კი არა, ნეტა აგვისტოშივე ჩავსულიყავი“ -ნინო ბურჯანაძე

    „რუსეთში ორი წლის თავზე კი არა, ნეტა აგვისტოშივე ჩავსულიყავი“ -ნინო ბურჯანაძე

    აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგ Поклонная гора-ზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა:

    „ ეს რომ ყოფილიყო მისვლა იმისთვის, რომ მეთქვა, რომ მოგვერიეთ და შევეგუეთ, გასაბრაზებელი კი არა უკან არ უნდა ჩამოგეშვით, მე ვუთხარი და ეს იცის ყველამ რუსეთში, რომ ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით და ვიბრძოლებთ სხვადასხვა ფორმით იმისთვის, რომ ეს რეალობა შევცვალოთ და რუსეთის ინტერესებშიც შედის, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს და ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ. რა ვიცი, მე მგონია, რომ ქვეყნის საქმე გავაკეთე და ვაკეთებ...  ჩემთვის, მაგალითად, მესიჯი იყო ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მოტანილი გვირგვინი იყო საქართველოს დროშის ფერებში. მე მივხვდი ამას, მაგრამ თავადაც მიმანიშნეს, რომ ეს იყო ჩვენი პატივისცემის გამო. ორი წლის თავზე კი არა, ნეტა აგვისტოშივე ჩავსულიყავი, იქნებ ერთი კაცით ნაკლები მომკვდარიყო." 

    მისი თქმით, ამ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად ყველა გზა უნდა იყოს ნაცადი.

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.