notnews ganivi3 

    ვინ არიან ტოქსიკური პოლიტიკოსები - დეპუტატი ამხელს

    ვინ არიან ტოქსიკური პოლიტიკოსები - დეპუტატი ამხელს
    ავტორი / პოლიტიკა

    პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ბოლო 30 წელია, ქვეყანა მხოლოდ იძარცვება. მისივე თქმით, თუ რამე შეიქმნა, მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულ ინტერესებს მოემსახურონ და იქ ყოფილი ჩინოვნიკები დაასაქმონ.

    „მარეგულირებელი ორგანოები საერთოდ ტოქსიკური პოლიტიკოსებითაა სავსე. ეს სააკაშვილის დროსაც საკმაოდ ფართო მასშტაბით ხდებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რეკორდი მოიხსნა.

     

    ამ პროცესების შემყურე ხელისუფლება კი, "მე არ მეხებას" პრინციპით მოქმედებს და პენსიონერებს პენსიის 20 და 30 ლარით მომატებას ამადლიან. მაშინ, როდესაც მათი ქმედებების შედეგად მიღებული ზარალი რომ არა, მათი პენსიები ორჯერ და სამჯერ გაიზრდებოდა!

     

    გამოდის, სახელმწიფო კომპანიები დღეს ფულის შოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა.

    თან, ახალი სქემებით საპენსიო ფულიც თურმე სახელმწიფო კომპანიებში უნდა ჩაიდოს. არადა ამ ფულის სახელმწიფო საწარმოების მიერ განთავსება, ისევ და ისევ ამ ფულის მოპარვას ემსახურება.

    ანუ, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო კომპანიები ის მექანიზმია, სადაც ხდება მოგების გენერირება კერძო და არა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.

     

    რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, სტრუქტურა პრაქტიკულად მოიცავს ყველა დარგს, მაგრამ არც ერთ ამ დარგს არ ჰყავს პროფესიონალი ხელმძღვანელი.

    ძირითადად გვყავს ე.წ. "ეფექტური მენეჯერები", რომლებიც ბუღალტერიაში არიან კარგად გარკვეულები და ფიქრობენ არა დარგის განვითარებაზე, არამედ იმაზე, როგორ მოიპარონ ზედმეტი ფული იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომელთა ინტერესებსაც ემსახურებიან.

     

    მოკლედ, ნებისმიერ სფერო, რომელსაც არ უნდა შევეხოთ პრაქტიკულად არის ფინანსური ჯგუფების და არა სახელმწიფო ინტერესების განმახორციელებელი,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.