notnews ganivi3 

    ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად დავით ბაქრაძე 25%, ხოლო გიორგი ვაშაძე 19% სურს - Edison Research

    ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად დავით ბაქრაძე 25%, ხოლო გიორგი ვაშაძე 19% სურს - Edison Research

    Edison Research-ის კვლევის კითხვაზე, თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, პასუხები შედეგების მიხედვით ასე ნაწილდება:

    დავით ბაქრაძე - 25%; გიორგი ვაშაძე - 19%; გრიგოლ ვაშაძე - 18%; მიხეილ სააკაშვილი - 15%;

    ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა „ქართული ოცნების“, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ფიქრობს.

    შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.