notnews ganivi3 

    „უნდა გავუძლოთ იმასაც, რაც მოხდა გუშინ ბათუმში, უაღრესად უპასუხისმგებლო ქმედებას“ -პრემიერი ოპოზიციის შესახებ

    „უნდა გავუძლოთ იმასაც, რაც მოხდა გუშინ ბათუმში, უაღრესად უპასუხისმგებლო ქმედებას“ -პრემიერი ოპოზიციის შესახებ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მარტვილში, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა, რომ არტვილი ყოველთვის გამორჩეული კუთხე იყო სამეგრელოშიც და საქართველოშიც, პირველ რიგში განსაკუთრებული ნიჭის ადამიანებით და იმით, რომ ამ კუთხემ უამრავი საზოგადო მოღვაწე აჩუქა ჩვენს ქვეყანას. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბევრი პროექტია დაწყებული, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს ახლო მომავალში. ბოლოს კი ის გამოეხმაურა ქვეყნაში არჩევნებს, პანდემიას და ოპოზიციის დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით:

    „საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის სამუშაო ადგილები, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. სამუშაო ადგილების შექმნა არის ყველაზე დიდი მიზანი. მარტივია, სახელმწიფოს ვალდებულება შემდეგშია - ჩვენ უნდა შევქმნათ ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ მშრომელმა, პატიოსანმა ადამიანმა შეძლოს ღირსეული შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება ოქტომბრის არჩევნებში, 31 ოქტომბერს გამარჯვება. გამარჯვება იმისთვის, როგორც ვთქვი, რომ ბევრი დაწყებული საქმე ღირსეულად და გამარჯვებამდე გავიყვანოთ ბოლოში. მე დარწმუნებული ვარ იმ მხარდაჭერაში, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ ჩვენი მოქალაქეებისგან, მაგრამ აქ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გავიმარჯვებთ და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ღირსეულად. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით, ყველანაირი წესების დარღვევით მიაყენონ ჩრდილი ჩვენს გამარჯვებას, ამიტომ უნდა გავუძლოთ ყველაფერს, იმასაც უნდა გავუძლოთ რაც მოხდა გუშინ ბათუმში, უაღრესად უპასუხისმგებლო ქმედებას. უფრო მეტიც, შენი მოქალაქეების, თანამოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას, მაგრამ ამასაც უნდა გავუმკლავდეთ, აქ მთავარი არის შემდეგი - არჩევნებიც გაივლის, ვირუსსაც დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც დავამარცხებთ, მაგრამ არ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენი შვილების თვალებში ჩახედვა მერე შეგვრცხვეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გავიმარჯვებთ, მაგრამ ამ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ სამართლიანად და უდიდესი ღირსების გრძნობით. გამარჯვებას გისურვებთ!“

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.