„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, 16:00 საათზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭოს წევრები პარტიის შემდგომი განვითარების გეგმებზე იმსჯელებენ.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.