უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს აკრიტიკებს:
“ქალი დეპუტატის მეგობარიაო, ზურა გირჩს უთქვამს, თუ საჭირო გახდა, ყველა გირჩელი ქალი საკუთარ თავს უარყოფს პარტიის გულობიზაო.
ადრე ხო იყო ასეთი ლექსი:
“მოვკლავ დედას, მოვლავ მამას,
თუ პარტია მეტყვის ამას!”
ეგ ახალ ლეველზე ავიდა – საკუთარი თავი უნდა გაიუქმო და ამოიძირკვო სიიდან დიადი მიზნებისთვის. აი, თვითმმართველმა ქალაქებმა რომ თავები გაიუქმებს ამას წინათ, ხომ გახსოვთ? იგივე ამბავია რა… ასე ესმის გირჩს პროგრესი და სამართლიანობა.
სერიიდან: ტაში, ქალებო, ჯაფარა ცეკვავს!”