notnews ganivi3 

    „შევიდეს, რა, პარლამენტში და დაწყნარდეს,“ - თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილს

    „შევიდეს, რა, პარლამენტში და დაწყნარდეს,“ - თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილს

    პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ელისაშვილი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას გეგმავს, პირველ რიგში, ოპოზიციასთან. თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, „შევიდეს პარლამენტში და დაწყნარდეს“.


    „ელისაშვილს ვეტყოდი, შევიდეს რა პარლამენტში და დაწყნარდეს. არ მეგულება ოპოზიციაში ისეთი არავინ, ვისაც ელისაშვილი გადაარწმუნებს. გამოჩნდეს ახალი არჩევნების სავარაუდო თარიღი, რომელზეც საუბარს დავიწყებთ. აი, ეს არის გამოსავალი. ამ თარიღთან მიმართებაში კი უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემაზე," - აცხადებს პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

    ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს იმ მიზნით, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება. კონსულტაციებში მონაწილე პირები უნდა შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები. ეს ყველაფერი კი უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო დონეზე, რაც თავისთავად ითვალისწინებს პარლამენტში მუშაობას.

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.