საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
შეგახსენებთ რომ „ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ და ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.