notnews ganivi3 

    „თუ გული გულობს, ფარაონების სიკვდილის მიზეზს ადგენენ 3000 წლის წინ....“ - ლადო კახაძე არჩევნების გაყალბებაზე

    „თუ გული გულობს, ფარაონების სიკვდილის მიზეზს ადგენენ 3000 წლის წინ....“ - ლადო კახაძე არჩევნების გაყალბებაზე

    პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ, არჩევნების გაყალბების შესახებ „ფორმულასთან“ გააკეთა კომენტარი:

    „ჩვენ დღესაც დიალოგის მომხრენი ვართ. ვეუბნებით, აგერ ბატონო მაგიდა, დასხედით და არჩევნებზე რომ გაიძახით გაყალბდაო, დაამტკიცეთ. გვეუბნებიან, როგორ, ფაქტებიო... ბიჭოო, ვეუბნები, თუ გული გულობს, ფარაონების სიკვდილის მიზეზს ადგენენ 3 000 წლის წინ და შენ რატომ არ გინდა სამართლებრივი გზით იარო? იციან ერთი რამე, პოლიტიკურ ველზე ერთმა პარტიამ, მე ამ პარტიას დესტრუქტორ პარტიას ვეძახი, მთლიანად შთანთქა ოპოზიციური ველი. ჩვენ გვინდოდა, ოპოზიციაში გამოჩენილიყვნენ ახალი ძალები და 8 პარტიას გავუღეთ კარები, მაგრამ იმათ თავის მომავალზე უარი თქვეს და მთლიანად შეერთნენ ნაციონალურ მოძრაობასთან“

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.