notnews ganivi3 

    „ჭყლეტვაში ცუდად გავხდი,“ - გიორგი ბარამიძე

    „ჭყლეტვაში ცუდად გავხდი,“ - გიორგი ბარამიძე

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მდგომარების შესახებ. ამ დრომდე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობდა თუ სად იმყოფებოდა გიორგი ბარამიძე. 

    "ენმ ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები ოლიციის მანქანაში გავახილე, შსს შუშის შენობაში სასწრაფომ დახმარება აღმომიჩინა, გამიფორმეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, ბორკილებიც დამადეს, მაგრამ 1 საათში ხელწერილით გამომიშვეს. მოვბრუნდი ჩვენს ოფისში.
    ალბათ დღეს საღამოსკენ (ან ხვალ) იქნება ჩემი და ჩვენი ოფისის შტურმისას სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესი.
    ყველას დიდი მადლობა მოკითხვისათვის და შეწუხებისათვის!
    ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გავრილოვების რეჟიმის დასრულებამდე. - წერს გიორგი ბარამიძე 

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.