notnews ganivi3 

    მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს - მამუკა მდინარაძე

    მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს - მამუკა მდინარაძე

    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე, ჟურნალისტებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ გააკეტა კომენტარი:

    „მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს - რაც არ უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, განსაკუთრებული არაფერი ხდება, კანონია მხოლოდ აღსრულებული პოლიციელების მიერ. ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდა არასოდეს არ დაგვიტოვებია.ამ პროცესში, მაქსიმალური გავაკეთეთ და წინადადებები მაგიდაზე დავდეთ. თუ რომელიმე ოპოზიციონერი ისეთი აღმოჩნდება, რომელიც რაციონალურად, კანონისმიერ, ლეგიტიმურ ჩარჩოში დარჩება ან მოუწევს დარჩენა და იფიქრებს სწორად და სახელმწიფოებრივად, არა ისე, რომ ქვეყანა დააზიანოს და ქაოსისკენ წაიყვანოს, ამ შემთხვევაში, ჩვენ იქ ვართ, არსად წავსულვართ. მობრძანდნენ, ილაპარაკონ ნებისმიერ თემაზე, რაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, იგივე აზრზე ვრჩებით და ამ აზრიდან არსად წავსულვართ“ 

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.