notnews ganivi3 

    სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე - პრემიერი

    სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე - პრემიერი

     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ძალადობის ფაქტები აღკვეთა და მოძალადეები დააკავა:

    „ყველა მოძალადე დასჯილია, ყველა მოძალადე დაჭერილია. თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე. თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“. თქვენ ყველანი, სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. ეს არის მთავარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს: „თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა და აგრესია. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე, მინდა, პარლამენტში გიხილოთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი“.

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.