notnews ganivi3 

    ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციასთან ერთჯერადად ითანამშრომლოს

    ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციასთან ერთჯერადად ითანამშრომლოს

    პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

    მათივე განმარტებით, გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით მიიღეს, ხმები კი ასე გადანაწილდა: მომხრე: 54.72% (232 ხმა), წინააღმდეგი: 45.28% (192 ხმა).

    კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა „ფეისბუქ“ ჯგუფში დღეს, 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.