notnews ganivi3 

    გაერთიანებულმა ოპოზიციამ მერობის კანდიდატად ნიკა მელია დაასახელა

    გაერთიანებულმა ოპოზიციამ მერობის კანდიდატად ნიკა მელია დაასახელა

    ოპოზიციამ ოფიციალურად დაასახალა მერობის კანდიდატად  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარედ კი - ელენე ხოშტარია,  ამასთან, გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს. 

    აღნიშნულ კანდიდატებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უჭერს მხარს. 

    ნიკა მელიას თქმითვე, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს და მხარს საერთო კანდიდატებს დაუჭერს.

    შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ  „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს მან არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.

     

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.