notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „თავის ქება კიტრადაო, კიტრი ორ შაურადაო,“ - ნატო ჩხეიძე შალვა თადუმაძეზე

    „თავის ქება კიტრადაო, კიტრი ორ შაურადაო,“ - ნატო ჩხეიძე შალვა თადუმაძეზე
    ავტორი / პოლიტიკა

    დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მოქმედი მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის მისამართით სოციალურ ქსელში წერს:

    „სერიიდან:
    ის, რაც ხდება.

    ეს რა თქვა უვადო მოსამართლეობის მსურველმა გენერალურმა პროკურორმა:

    - თქვენ რომ დაასახელეთ, იმ პირს გამოკითხვაზე მოსვლის სურვილი არა აქვსო. ეს რა წამოსცდა!!!...

    ჩემს მიერ 4 დასახელებული პირიდან ერთს არ ჰქონია სურვილი...

    და დანარჩენ სამს?..

    თუ იმ სამს არც ეკითხებიან აქვთ თუ არა რაიმე სურვილი?
    და იმ ერთის სურვილით მოქმედებს ის სამიც და ეს თადუმაძეც?..

    და ეს ბ- ნი თადუმაძე გვარწმუნებს, მეო გაბედულიო თავდაჯერებულიო, პრინციპული და უკომპრომისო ვარო. .

    ზუსტად ამ სიტყვებით შეაფასა თავისი თავი შალვა თადუმაძემ.

    ეეჰ, თავის ქება კიტრადაო, კიტრი ორ შაურადაო, ნათქვამია...“

    ავტორი

    Super User

    Super User

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.