notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „ოცნებას“ ზურაბიშვილის 2020 წლამდე გადაყენება არ შეუძლია!

    „ოცნებას“ ზურაბიშვილის 2020 წლამდე გადაყენება არ შეუძლია!
    ავტორი / პოლიტიკა

    „2020 წლამდე “ქართულ ოცნებას“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება არ შეუძლია, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, ამ პერიოდამდე საქართველოში ვერც ერთი საარჩევნო სისტემა ვერ ამოქმედდება,“ - ამ სკანდალურ ინფორმაციას, იურისტი ლევან ალაფიშვილი სააგენტო “2020NEWS“ -ს უამბობს.

    “ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა. კერძოდ, თუკი პრეზიდენტი 2020 წლამდე გადადგება ან იმპიჩმენტით დაასრულებს მოღვაწეობას, რიგგარეშე არჩევნები ძველი სისტემით ვეღარ ჩატარდება, ახალი საარჩევნო სისტემა კი ვერ ამოქმედდება, რადგან არაპირდაპირი წესით, ანუ ხმოსნების მიერ მომავალი პრეზიდენტის არჩევა ძალაში 2020 წელს შედის. კონსტიტუციის გარდამავალი დებულების მიხედვით, სწორედ 2020 წლიდან უნდა შეიქმნას ხმოსნების სისტემა.

    ინფორმაცია მაქვს, რომ აღნიშნულის გამო, “ქართული ოცნების“ ოფისში კონსტიტუციის ავტორებს საკმაოდ მოხვდათ, რადგან ასეთი ელემენტარულო რამ ვერ გაითვალისწინეს. ბოლომდე მათაც ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ისინი ვერც კი წარმოიდგენდენ, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის პირველივე წელს ასეთი მასშტაბის პრობლემებს შეუქმნიდა “ქართულ ოცნებას“,- განაცახდა ლევან ალაფიშვილმა.

    ამასთან, იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ხარვეზის გამო, მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას სწორედ 2020 წელს გეგმავს.

    “მაქვს ინფორმაცია, რომ 2020 წლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან, სავარაუდოდ, “ქართული ოცნება“ იმპიჩმენტის წესით გადააყენებს.  2020 წლამდე სალომე ზურაბიშვილი ხელშეუხებელია, რადგან მას ხელში ოქროს გასაღები უჭირავს. სხვა შემთხვევაში, მმართველი პარტია არა თუ დაიწყებდა მისი იმპიჩმენტის პროცესს, არამედ შეწყალების სკანდალიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოც მისი გადაყენების მომხრე იქნებოდა“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

    ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელებთან და ნარკორეალიზატორებთან ერთად, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებული პირი შეიწყალა, ამ სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძიებას ამ დრომდე აწამოებს. ამ ხმაურიანი შეწყალებების გამო, საზოგადოება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა.

    წყარო: 2020NEWS

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.