notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

    მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
    ავტორი / პოლიტიკა

    ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერების, მამუკია ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

    „ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. „ფულის გათეთრება“ დაედო.

    ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!
    ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!
    გეპატიჟებით ყველას - საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც.
    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - #ესდასრულდება!" - წერს მამუკა ხაზარაძე.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.