notnews ganivi3 

    ნიკანორ მელია 21:00 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ - ლევან ნიკოლეიშვილი

    ნიკანორ მელია 21:00 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ - ლევან ნიკოლეიშვილი
    ავტორი / პოლიტიკა

    ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ავრცელებს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის არასერიოზული საქციელის გამო, დღეს 21.00 საათზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია კანდიდატურას მოხსნის.

    ,,მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ,,ცირკაჩობისა'' და კლოუნადის გამო, ნიკანორ მელია მელია საღამოს 9 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ!’’ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.