notnews ganivi3 

    სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს უპრეცედენტო მოვლენაა - კობახიძე

    სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს უპრეცედენტო მოვლენაა - კობახიძე
    ავტორი / პოლიტიკა

    მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ კარგად იცის, რომ 9 წლის განმავლობაში მძიმე დანაშაულებია ჩადენილი და მოთხოვნებს ამიტომ ვერ აყენებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ისე დაიწყო შიმშილობა, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა:

    „საერთოდ გაუგებარია შიმშილობა, როდესაც მოთხოვნასაც კი არ აყენებ. სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ საერთოდ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, ალბათ, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში. მე მახსოვს 35-წლიანი ისტორია საქართველოში შიმშილობების და არცერთი შიმშილობა არ მახსოვს მოთხოვნის გარეშე. აქედან ჩანს ის, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებს მიხეილ სააკაშვილი, ვერც მისი რეჟიმის სხვა წარმომადგენელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში. ამას ეფუძნება ის, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.