notnews ganivi3 

    მიხეილ ყაველაშვილი - სამწუხაროდ, მთელი ოპოზიცია იმ ერთი არსების გზავნილებით ხელმძღვანელობს, რომელიც ციხეში იმყოფება

    მიხეილ ყაველაშვილი - სამწუხაროდ, მთელი ოპოზიცია იმ ერთი არსების გზავნილებით ხელმძღვანელობს, რომელიც ციხეში იმყოფება
    ავტორი / პოლიტიკა

    2022 წლისათვის სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი ბინებით იქნებადაკმაყოფილებული, ხოლო მანამდე მათ ქირით გასვლის შესაძლებლობა ექნებათ, - ესგანცხადება ჟურნალისტებთან ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმაგააკეთა, რომლის სამაჟორიტარო ოლქში სანატორიუმი "ქართლი" შედის.

    გარდა ამისა, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, დევნილებს თავადაც შეეძლებათ ნახონბინები, კვ.. - 550 დოლარის ფარგლებში, ხოლო ყველა ეს პირობა სახელმწიფოს მხრიდანდოკუმენტურად იქნება დადასტურებული.

    "ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, როცა სახელმწიფომ 200 დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა, ამას სანატორიუმ "ქართლის" მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა, თუ რატომ არ იყვნენ ისინი ამ200 ოჯახს შორის. მე მაშინ ამ ადამიანებს შევხვდი და დავპირდი, რომ მათი კონკრეტულიპრობლემა იქნებოდა განხილული და მიტანილი ხელისუფლებასთან. ზუსტად სამ დღეში მათდევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. გამოიყო კომისია, აღირიცხა ვინ რაკრიტერიუმით ისარგებლებდა ბინების მიღების დროს. მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურრეჟიმში იყო და შემოდგომისთვის ყველა ადამიანის აღრიცხვა მოხდა - ვის რა ეკუთვნოდა, რამდენი ქულა ჰქონდა და როგორ უნდა მომხდარიყო მათი დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ამადამიანების მდგომარეობას პოლიტიკური პროტესტი ყოველთვის თან სდევდა - მდგომარეობამართლაც მძიმეა! იყო დაპირება, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, ქირითმომხდარიყო გაყვანა, თუმცა ეს ადამიანები კატეგორიულ უარზე იყვნენ, ვიდრე ბინებითდაკმაყოფილების გარანტიას არ მიიღებდნენ. როცა თითოეული ოჯახის აღრიცხვა დასრულდა, დევნილთა სამინისტრომ წინადადება შეიმუშავა და ამ ადამიანებს დოკუმენტურადდაუდასტურდათ, რომ ისინი ბინებით აუცილებლად დაკმაყოფილდებოდნენ. დროის ფაქტორიიყო, რადგან საჭირო იყო კონკურსის გამოცხადება სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არც ერთი სამშენებლო კომპანია. 2 იანვარს, როცა არც ერთმასამშენებლო კომპანიამ კონკურსში მონაწილეობა არ მოინდომა, გაიცა დაპირება მათი ქირითგაყვანის შესახებ, რის გაკეთებაც დღესვე შეიძლება, ვისაც ამის სურვილი აქვს. ახალიჯანდაცვის მინისტრი პროცესში უცებ გაერკვა და კიდევ მეტად მოხდა დახვეწა. კვირისბოლოსთვის კიდევ იქნება კონკრეტული შეთავაზებები და იქნება განსაზღვრული, რომ 2022 წელს ყველა მათგანი ბინებით დაკმაყოფილებული იქნება. არ არსებობს ჩემი მხრიდანგაცემული არც ერთი დაპირება, რაც არ შესრულდა. ასევე, დოკუმენტურად იქნება გაწერილი, რომ ვიდრე ბინას არ მიიღებენ, ქირით გაყვანის შესაძლებლობა ექნებათ", - განაცხადამიხეილ ყაველაშვილმა.

     

    მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილი დაკმაყოფილდა დასახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იქეთკენ, რომ სამ წელიწადში ყველა დევნილი ბინითუზრუნველყოფილი იყოს.

    ყაველაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია ადამიანების ტრაგედიით სარგებლობს და ამაშისახალხო დამცველიც ჩაერთო.

    "ერთიანი სენია. გული მწყდება, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თითქოს რადიკალუროპოზიციას გამიჯნულია, მოქმედებს დღის წესრიგის ერთიანი ქსელით. მათ საჭიროდჩათვალეს, რომ დევნილების მდგომარეობა და მომხდარი ტრაგედია თავიანთი მავნებლურიპოლიტიკისთვის გამოიყენონ. სამწუხაროდ, მთელი ოპოზიცია იმ ერთი არსების გზავნილებითხელმძღვანელობს, რომელიც ციხეში იმყოფება", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილყაველაშვილმა.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.