notnews ganivi3 

    "დებატებისთვის მაგრად ვართ მომზადებული, საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს" - არჩილ თალაკვაძე

    "დებატებისთვის მაგრად ვართ მომზადებული, საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს" - არჩილ თალაკვაძე
    ავტორი / პოლიტიკა

    მომზადებული ვართ მაგრად დებატებისთვის, ძალიან სერიოზული საკითხები, სერიოზული არგუმენტები გვაქვს და ჩვენი საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

    „საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ მაინც ოპოზიციამ დაიწყო რეგლამენტით მინიჭებული იმ მნიშვნელოვანი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ შემოვიტანეთ. ერთ-ერთი არის დებატების დანიშვნა, ასევე ინტერპელაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დესტრუქციული პარტიებიც კი ხვდებიან, რომ მათი დღის წესრიგი, დაბლოკონ პარლამენტის მუშაობა, არის გაკოტრებული. ყველა კონკრეტული საკითხით, ყველა კონკრეტული არგუმენტებით მომზადებული ვართ დებატისთვის. ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, ყველაფერს გეტყვით ხვალ. სათქმელი გვაქვს ძალიან ბევრი და ხვალინდელ დებატებში ამაში დარწმუნდებით.

    თავისი ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია მათი, თავისი შეხვედრებით, თავისი განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ამ ყველაფერს მოისმენთ ხვალ დებატების დროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    პარლამენტში ხვალ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.