notnews ganivi3 

    ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
    ავტორი / პოლიტიკა

    დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან გამართა შეხვედრა. ინფორამციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

    მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

    უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობას. პრემიერის თქმით, ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ პროცესში პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

    ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ხორვატიას ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ და ხაზი გაესვა აღნიშნული პოტენციალის ათვისების კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.