notnews ganivi3 

    ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში. აქედან გამომდინარე, ის ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ - ირაკლი კობახიძე

    ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში. აქედან გამომდინარე, ის ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ - ირაკლი კობახიძე

    ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან. ეს მოხდა დაახლოებით 1,5 წლის წინ და იმის შემდეგ არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის რაიმე ფორმით ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ოლიგარქს და ამას ახსნაც აქვს.

    „ამ წლების განმავლობაში მას 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედების სახით. ეს აუდიტით დადასტურებული ინფორმაციაა. ამის შესახებ უამრავი ფაქტი იცის საზოგადოებამ - როგორ ეხმარებოდა კონკრეტულ ადამიანებს, ტაძრების, თეატრების აღდგენა და ა.შ. უამრავი ფაქტია, რაზეც საზოგადოებას სრული წარმოდგენა აქვს. მას არაფერი უშოვია საქართველოდან, მით უმეტეს პოლიტიკიდან, პირიქით, გასცა ქველმოქმედებაზე 3 მილიარდი დოლარი.

    მაგალითად, რომ ავიღოთ უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს, - ამ კანონის მიხედვით ოლიგარქად აუცილებლად ჩაითვლებოდა ცნობილი კეზერაშვილი, რომელსაც აქვს 85 მილიონზე მეტი. ეს არის ამ კანონით დადგენილი ზღვარი. მას აქვს საკუთრებითი უფლებები მედიის მიმართ და ეს მედია პირდაპირ არის პოლიტიკურ პროცესში ჩარეული“, - ამბობს კობახიძე.

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.