notnews ganivi3 

    საქართველო ევროპის ნაწილია და ევროკავშირს მისი მიღება სურს, მაგრამ დემოკრატიისა და რეფორმების მიმართ ერთგულების წარმოჩენა სჭირდება - კელი დეგნანი

    საქართველო ევროპის ნაწილია და ევროკავშირს მისი მიღება სურს, მაგრამ დემოკრატიისა და რეფორმების მიმართ ერთგულების წარმოჩენა სჭირდება - კელი დეგნანი

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ჟურნალისტებთან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა რომ, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს:

    „ახლა ის დროა, როდესაც მთავრობამ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან უნდა ითანამშრომლოს, რათა ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებითაა დაყენებული, შესრულდეს. იმედია, რომ ეს ყველაფერი წლის ბოლომდე შესრულდება და საქართველოს სტატუსი მიენიჭება. საქართველო ევროპის ნაწილია და ევროკავშირს მისი მიღება სურს, მაგრამ სჭირდება, რომ მან წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიისა და რეფორმების მიმართ, არცერთი რეფორმა არ არის ახალი, ამაზე ბევრი საუბარი მიმდინარეობდა. ახლა ნამდვილად არის დრო, რომ მთავრობა, საზოგადოება, ხელისუფლება გაერთიანდეს და ეს რეფორმები ერთობლივად შეასრულონ“

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.