notnews ganivi3 

    ვინ იყო და როდის გარდაიცვალა პიტერ აკერმანი, რომელსაც ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებს

    ვინ იყო  და როდის გარდაიცვალა პიტერ აკერმანი, რომელსაც ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებს
    ავტორი / პოლიტიკა

    დღეს უმრავლესობიდან წასულმა სამმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ :

    „ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრებაზე ბაკურიანში,  ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი.“ 

    მედიის ცნობით, პიტერ აკერმანი ბაკურიანის „რუმსში“ 6-8 აპრილს იმყოფებოდა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა. თვის ბოლოს კი „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ აკერმანი გარდაიცვალა.

    აკერმანმა დოქტორის ხარისხი მიიღო „ფლეტჩერის“ სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, ტაფტსის უნივერსიტეტში და იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ ორი მნიშვნელოვანი წიგნის თანაავტორი. მან ხელი შეუწყო რამდენიმე წარმატებული სერიალის კონტენტის შემუშავებას და რედაქტირებას, მათ შორის დოკუმენტური ფილმისა „დიქტატორის ჩამოგდება“, სერბი დიქტატორის, სლობოდან მილოშევიჩის შესახებ. ის, ასევე, იყო Freedom House-ის თავმჯდომარე, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

     

    „ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი არაძალადობრივი კონფლიქტების საკითხებში“, - წერს IREX-ი სამგლოვიარო წერილში.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.